logo
ENG



ჩინეთში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსით 116 ადამიანი დაიღუპა

14 თებ 202020:33
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთის პროვინცია ხუბეიში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსით  116 ადამიანი დაიღუპა და  საერთო რაოდენობამ  1480-ს გადააჭარბა. დაავადების  გავრცელების ეპიცენტრში დაინფიცირების 5 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პარალელურად,  საკრუიზო ლაინერი, რომელმაც კორონა-ვირუსის საფრთხის გამო 2 კვირა ზღვაში გაატარა, კამბოჯამ მიიღო. გემს პორტში ქვეყნის პრემიერი და მედ პერსონალი დახვდა. ბორტზე ვირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა მგზავრებს სამედიცინო შემოწმება მაინც ჩაუტარდებათ. მანამდე საკრუიზო ლაინერს პორტში შეშვებაზე  5-მა ქვეყანამ უთხრა უარი. კორონავირუსით ინფიცირების მე-15 შემთხვევა გამოვლინდა შეერთებულ შტატებში. პაციენტი ტეხასის საჰაერო ბაზაზე კარანტინში მოათავსეს. იაპონიაში კი კორონნა ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  


close დახურვა