საშიში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ჩინეთში ეპიდემიით უკვე 361 ადამიანია დაღუპული, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კი 17 ათასს აჭარბებს.
შეინიშნება პოზიტიური ტენდენციაც - ჩინეთის კლინიკებიდან 500-მდე ვირუსისგან გამოჯანმრთებული ადამიანი გაწერეს. 10-დღეში აშენებული ახალი ჰოსპიტალი, რომელიც ათას ადამიანზეა გათვლილი, პაციენტებს დღეიდან მიიღებს. შენდება მეორე, 1,500-საწოლზე გათვლილი საავადმყოფოც.
ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა კალიფორნიაში, ეპიდემიის პირველ სავარაუდო შემთხვევას იკვლევენ ნიუ-იორკში. ჩინეთში შექმნილი ვითარების გამო, 24-ზე მეტ პროვინციაში ბიზნესი სულ მცირე ერთი კვირა მუშაობის განახლებას ვერ შეძლებს.