ჩინეთში კორონა ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსის შედეგად გამოწვეული პნევმონიით, 150 ადამიანი გარდაიცვალა.
დაავადების გავრცელების ეპიცენტრში, დაღუპულთა რიცხვმა 2 592 მიაღწია, დაინფიცირებულია 76 000-ზე მეტი ადამიანი. 18 000-ზე მეტი პირი კი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოებიდან გაწერეს.