კორონავირუსის ახალი სახეობის მსხვერპლის რიცხვი ჩინეთში 17-მდე გაიზარდა. ქვეყანაში დაავადების 440 შემთხვევაა გამოვლენილი.
ჯანდაცვის უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საშიშმა ვირუსმა შესაძლოა მუტაცია განიცადოს და უფრო სწრაფად გავრცელდეს.
ეპიდემიის წყარო ზღვის პროდუქტების ბაზარი გახდა. ვირუსი ქალაქ უჰანიდან ჯერ ჩინეთის პროვინციებში, შემდეგ ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში გავრცელდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა შეერთებულ შტატებშიც. ჩინეთის ხელისუფლებამ პრევენციისა და კონტროლის ეგრეთ წოდებული ა-კლასის ზომები აამოქმედა, რომელსაც ზოგადად შავი ჭირისა და ქოლერის პანდემიის დროს მიმართავენ.
დღეს ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბება.