logo
ENG



ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევები შემცირდა

10 მარ 202016:55
3 წუთის საკითხავი
 
jolxr5vuddlrfpv.jpg

 

კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი ჩინეთში საგრძნობლად შემცირდა. ამის საჩვენებლად პრეზიდენტი სი ძინ-პინი ქალაქ უხანში ჩავიდა, საიდანაც კოვიდ 19- გავრცელდა. ჩინეთის ლიდერმა მოინახულა საავადმყოფოები, შეხვდა მედპერსონალს და ბაზარსაც ესტუმრა.

რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, ვირუსის შემთხვევები იზრდება. ირანში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 291 ამდე გაიზარდა. საფრანგეთში კი, გარდაცვლილთა რაოდენობამ 30-ს მიაღწია.

კოვიდ 19-ის შემთხვევები დადასტურდა გერმანიის ყველა რეგიონში. მთელი ქვეყნის მასშტაბის დაავადების 1139 შემთხვევაა გამოვლენილი.

ამ დროისთვის ნიდერლანდებში კორონავირუსის 321 შემთხვევაა დადასტურებული. ამ თემაზე საუბრისას დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ ყველამ თავი უნდა შეიკავოს ხელის ჩამორთმევისგან, თუმცა ბრიფინგის ბოლოს მარკ რუტეს თავისი სიტყვები დაავიწყდა და კოლეგას ხელი ჩამოართვა. 

 


close დახურვა