logo
ENG



ჩინეთში კორონავირუსმა ჯამში 1 775 ადამიანი იმსხვერპლა

17 თებ 202009:41
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ჰუბეის პროვინციაში კორონავირუსით 100 ადამიანი დაიღუპა. ეპიდემიამ ჩინეთში მთლიანობაში 1 775 ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ვირუსით დაინფიცირების 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტებიდან თითქმის 11 000 მკურნალობის შემდეგ სახლში გაწერეს.

კორონავირუსით მთლიანობაში 71 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. იაპონიაში, საკრუიზო გემზე მყოფი მყოფი 400 ამერიკელიდან 40-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ორი თვითმფრინავის შეერთებულ შტატებში დაშვების შემდეგ ბორტზე მყოფ მგზავრებს განმეორებითი კარანტინი ელით. საკრუიზო ლაინერი, რომელზეც 4 000-მდე ადამიანი იყო, კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფებოდა. კორონავირუსის შემთხვევების 90%-ზე მეტი ჰუბეის პროვინციაზე მოდის. 


close დახურვა