ჩინეთში 4 მაღაროელი დაიღუპა, 14 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ქვეყნის დასავლეთით, სიჩუანის პროვინციაში მაღარო დაიტბორა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო ტექნიკაა მობილიზებული.
მაღაროდან უკვე 300-ზე მეტი ადამიანი ამოიყვანეს. დაკარგულებს 200-მდე მაშველი ეძებს. მომხდარის მიზეზების დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.