ხელისუფლება ჩინურ კომპანიას კონტრაქტს გაუწყვეტს. მთავრობას წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ სინო-ჰიდროსთან საქმე არ დაეჭირა, მაგრამ არ გაითვალისწინა. საქმე ისაა, რომ ჩინური კომპანია მსოფლიო ბანკს წლებია, შავ სიაში ჰყავს შეყვანილი და ბევრ ქვეყანაში აქვს მძიმე კორუფციული წარსული, მაგრამ ხელისუფლებამ მაინც გააფორმა მრავალმილიონიანი ხელშეკრულება.