logo
ENG



ჩინური კომპანიები ჩინეთიდან საქართველოში დამატებით სამუშაო ძალებს აღარ ჩამოიყვანენ

24 თებ 202008:01
3 წუთის საკითხავი
 

საავტომობილო გზების დეპარტამენტში დასაქმებული ჩინური კომპანიები ჩინეთიდან დამატებით სამუშაო ძალებს აღარ ჩამოიყვანენ. შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, მათი შემოყვანა მას შემდეგ განახლდება, რაც შესაბამისი სამსახურები დარწმუნდებიან, რომ კომპანიები დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას იცავენ. შეზღუდვა სამინისტრომ ხარაგაულში არსებული პროტესტის შემდეგ დააწესა.

"მოვითხოვეთ ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვეთ საკითხის დამატებითი შესწავლა. მანამდე ყველა კონტრაქტორს მოეთხოვა დამატებითი პერსონალი ჩინეთიდან არ ჩამოიყვანონ", - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ.

შეგახსენებთ, ხარაგაულში, საგზაო სამუშაოზე დასაქმებულები, სამსახურში მისვლაზე უარს აცხადებენ და ჩინეთიდან ჩამოყვანილი მუშების იზოლირებას მოითხოვენსაუბარია 10 მუშაზე, რომლებიც ობიექტზე პირდაპირ აეროპორტიდან მიიყვანეს. ქართველი მუშები აცხადებენ, რომ კორონავირუსის საფრთხე არსებობს, ამიტომ დამსაქმებელმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს. 


close დახურვა