logo
ENG



ჩიქოვანი:სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში, შესაძლებელია, კვლავ ავამოქმედოთ შეზღუდვები

27 აპრ 202013:05
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობამ კორონავირუსის გამო მიღებული ანტიკრიზისული გეგმის შედეგად შეზღუდვების მოხსნის თარიღები შესაძლოა, შეცვალოს.

„ის სოციალურ-ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა იყო თანმმიმდევრული და მას გააჩნია რამდენიმე ეტაპი. ხაზგასმით იქნა ნათქვამი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად, შესაზლებელია, ჩვენ მოგვიწიოს ამ გეგმის როგორც დაჩქარებით მიღება, ასევე თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, ხელახლა მოგვიწიოს შეზღუდვების ამოქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოვუწოდებ მოსახლეობას გაითვალისწინონ არსებული რეკომენდაციები“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 496-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4833 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 571. ვირუსისგან სრულად განიკურნა 149 მოქალაქე, 6 კი, გარდაიცვალა.
ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. საგანგებო მდგომაროება ქვეყანაში 22 მაისამდე გაგრძელდება. 

close დახურვა