პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ტოპ-ოცეულში მყოფი ჩოგბურთელები ბოიკოტით ემუქრებიან ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებს.
მედიაში გავრცხელებული ინფორმაციით, მოთამაშეები გამოტოვებენ ნიუ-იორკში გასამართ „დიდი სლემის” ტურნირს, თუ ორგანიზატორები და ასოციაცია არ შეიტანენ ცვლილებებს სამედიცინო პროტოკოლში. კერძოდ, ჩოგბურთელები ითხოვენ, არ იმოქმედოს აუცილებელი კარანტინის წესმა ევროპაში დაბრუნების შემდეგ.
ამ მომენტისთვის TOP20-ის მოთამაშეებიდან აშშ-ის ღიას გამოტოვებენ რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი, გაელ მონფილსი და სტენ ვავრინკა.
ტურნირი 31 აგვისტოს დაიწყება.