logo
ENG



ჩორჩანაში ოკუპანტებმა ახალი ნიშნულები დადგეს - უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება

30 მაი 202019:56
3 წუთის საკითხავი
 

ჩორჩანაში ოკუპანტებმა ახალი ნიშნულები დადგეს, რაც იმას ნიშნავს რომ უახლოეს დღეებში რუსეთი ისევ მოიზომავს ქართულ მიწას. მისატაცებლად გამზადებული ტერიტორია ჩორჩანადან პერევამდე მიდის, რაც ქმნის საფრთხეს რომ ოკუპაციის ზოლში მოექცევა 90 ჰექტარი  მიწა.

პანდემიის ფონზე  საოკუპაციო რეჟიმი უკანონო ბორდერიზაციისთვის მზადებას არ წყვეტს და ტერიტორიების მიტაცებას განარძობს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, რომლებმაც ნიშნულები პატრულირებისას  აღმოაჩინეს, ამბობენ, რომ ოკუპანტები ჩორჩანა-წნელისის ტყის მასივში დამატებით 150-200 მეტრით გადმოწევას ცდილობენ. იმისათვის, რომ ტერიტორიაზე ვერავინ შეაღწიოს, მათ ტყის მასივში ხაფანგებიც დააგეს.


close დახურვა