logo
ENG



ჩოხატაურში ენმ-ის წევრებზე თავდასხმისთვის 4 ადამიანი დააკავეს

04 სექ 202311:47
3 წუთის საკითხავი
 

ჩოხატაურში გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის 4 ადამიანი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უდასტურებენ.

გუშინ ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებს 15-მდე ადამიანი აქციის დაწყებამდე დაესხა თავს.

პარტიაში ამბობენ, რომ თქმით ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა. ოპოზიციამ ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა.

ჩოხატაურში ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი იყიდება, სადაც სამომავლოდ მშენებლობა იგეგმება.


close დახურვა