logo
ENG



ჩრდ. კორეაში ოჯახებს ძაღლებს ართმევენ და ხორცს საკვებად აბარებენ - პრესა

19 აგვ 202015:44
3 წუთის საკითხავი
 
t3c9rnf8qo04dtv.jpg

სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში საკვები პროდუქტის დეფიციტის გამო შინაურ ცხოველებზე აკრძალვები დაწესდა. 

სამხრეთ კორეული გაზეთი "ჩოსუნ ილბო" იუწყება, რომ ჩრდ. კორეის დიქტატორმა კიმ ჩენ ინმა შინაური ცხოველის ყოლაზე აკრძალვა დააწესა და მათი სახლში ყოლის პრაქტიკას "კაპიტალისტური დეკადენსი" და "ძირგამომპალი ბურჟუაზიული იდეოლოგიის შედეგი" უწოდა. 

"სახელმწიფო ორგანოებმა შინაური ცხოველების მქონე ოჯახების ინდენტიფიცირება მოახდინეს და მათ ცხოველების ჩამორთმევასა და დაძინებას აიძულებენ", - ამბობს სამხრეთ კორეული გაზეთის წყარო. 

წყარომ გაზეთს ასევე განუცხადა, რომ წართმეული ძაღლების ნაწილს რესტორნებს აბარებენ, შემდგომ კი ხორცად ყიდიან. 

ჩრდილოეთ კორეაში ეკონომიკური მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების შემდგომ გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ ტოტალიტარული ხელისუფლება ამ დრომდე ირწმუნება, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკიდურესად მცირეა, ქვეყანაში საკვებ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა საკმაოდ მძიმედ დგას. 


close დახურვა