logo
ENG



ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიას ე.წ. მერყევ შტატებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

06 ნოე 202409:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/06/w11dmzoy3l5xuqn.jpg

CNN-ის პროგნოზით, ჩრდილოეთ კაროლინას შემდეგ დონალდ ტრამპი კიდევ ერთ ე.წ. მერყევ შტატში ჯორჯიაში იმარჯვებს. კოლეგიაში ჯორჯიას 16 ხმა აქვს. 

ოთხი წლის წინ ტრამპი ჯორჯიაში ჯო ბაიდენთან დამარცხდა. 

არჩევნებში გამარჯვებისთვის კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმაა საჭირო. გამარჯვებულის გამოსავლენად გადამწყვეტი იქნება ე.წ. მერყევი შტატები: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი. ყველგან ტრამპი ლიდერობს. 

ხმების დათვლის პარალელურად, ყველა ე.წ. მერყევ შტატში დონალდ ტრამპი ლიდერობს. ჩრდილოეთ კაროლინა იყო პირველი ე.წ. მერყევი შტატი იყო, სადაც ტრამპი გამარჯვებულად გამოცხადდა.


close დახურვა