logo
ENG



ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

30 იან 202211:25
3 წუთის საკითხავი
 
ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. 

ამით ქვეყანამ "ცდების თვე" დაასრულა - იანვარში ჩრდილოეთ კორეამ 7 რაკეტა გაუშვა. 

მისი ეს ქმედებები იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და აშშ-მ დაგმეს. 

იაპონიის და სამხრეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 30 იანვარს გაშვებული რაკეტა 2000 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა, 30 წუთის განმავლობაში იფრინა და 800 კმ მანძილი დაფარა. ის იაპონიის ზღვაში ჩავარდა. 

გაერო ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური და ბირთვული იარაღის გამოცდას უკრძალავს, ამის გამო ქვეყანას მკაცრი სანქციებიც დაუწესდა. თუმცა, დიქტატორი კიმ ჩენ ინი აკრძალვას ეწინააღმდეგება. მისი განცხადებით, ქვეყნის დაცვის გაძლიერებას გააგრძელებს. 

კიმ ჩენ ინმა 2018 წელს ბალისტიკური და ბირთვული რაკეტების გამოცდაზე მორატორიუმი გამოაცხადა, 2019 წელს კი თქვა, რომ ამის ვალდებულება არ აქვს. 


close დახურვა