ჩრდილოეთ კორეა ადასტურებს, რომ წარმატებით გამოსცადა ახალი სარაკეტო დანადგარი.
ფხენიანში აცხადებენ, რომ ეს სისტემა მას მოულოდნელი იერიშის დროს მოწინააღმდეგის სამიზნეების განადგურებაში დაეხმარება.
ახალი გამოცდის შესახებ თავდაპირველად განცხადებები იაპონიამ და სამხრეთ კორეამ გააკეთეს. მათ შეშფოთება გამოთქვეს, რომ გუშინ საჰაერო სივრცეში ორი რაკეტა შენიშნეს. ორივე გაშვებიდან 330 კილომეტრის დაშორებით ზღვაში ჩავარდა.