logo
ENG



ჩრდილოეთ კორეამ ურანის გასამდიდრებელი ქარხნის იშვიათი ფოტოები გამოაქვეყნა

13 სექ 202416:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/13/yigdewfxi2eezmo.jpg

ჩრდილოეთ კორეამ ურანის გასამდიდრებელი ქარხნის იშვიათი ფოტოები პირველად გაავრცელა. გამდიდრებული ურანი ბირთვული იარაღის წარმოებისთვის არის აუცილებელი.

ფოტოებში ჩანს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რომელიც ტერიტორიას ათვალიერებს. წარსულში მან პირობა დადო, რომ ქვეყნის ბირთვული იარაღის მარაგს საგრძნობლად გაზრდიდა.

როგორც ფოტოებიდან იკვეთება, კიმ ჩენ ინი ცენტრიფუგებს შორის დადის და სამხედრო ოფიციალურ პირებს ესაუბრება.

სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ მკაცრად გმობს ჩრდილოეთის გეგმებს წარმოების გაზრდის შესახებ.

ფხენიანს არ გაუვრცელებია ინფორმაცია, როდის იმყოფებოდა კიმი ქარხანაში და რომელი ობიექტი მოინახულა - არის თუ არა ეს იონბიონის ბირთვული კომპლექსის ნაწილი თუ სხვა ობიექტი.

სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ გააკრიტიკა ჩრდილოეთი ობიექტზე ინფორმაციის გავრცელების გამო და დასძინა, რომ ბირთვული იარაღის უკანონო განთავსება გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციას არღვევს.

უცნობია, რამდენი ერთეული ბირთვული იარაღი აქვს ჩრდილოეთ კორეას, თუმცა ბოლო მონაცემებით, მათი რაოდენობა 50-მდე, ხოლო საკმარისი მასალა აქვს კიდევ 40-ის შესაქმნელად.


close დახურვა