ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინას 12 ერთეულ Mi-24 საბრძოლო ვერტმფრენს გადასცემს. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სლავიანკა პეტროვსკაია ავრცელებს.
მისი თქმით, ჩრდილოეთ მაკედონიის გენერალურმა შტაბმა დაასრულა ანალიზი შეძლებდა თუ არა ქვეყანა უკრაინისთვის საბრძოლო შეიარაღების გადაცემას.
მინისტრის ცნობით, სამთავრობო შეხვედრისას ოთხშაბათს Mi-24 ვერტმფრენების გადაცემის გადაწყვეტილების შესაბამისი შეთავაზება ოფიციალურად გაკეთდება.
თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ამ შეიარაღების გადაცემა არ მოახდენს გავლენას ჩრდილოეთ მაკედონიის ბრძოლისუნარიანობაზე.
„მთელი ის შეიარაღება რაც გადაეცათ, გარდა იმ ფაქტისა, რომ ეს უკრაინელების მოთხოვნაა, მათ სჭირდებათ და ეს შეიარაღებაა რომელსაც უკრაინის ჯარი ეფექტურად იყენებს. ეს ის შეიარაღებაა, რომელიც ჩვენი გეგმების შესაბამისად ასრულებს სამხედრო მსახურებას“ - განაცხადა პეტროვსკაიამ.
მანამდე ჩრდილოეთ მაკედონიამ უკრაინას Su-25 მოიერიშე თვითმფრინავები და T-72 ტანკები გადასცა.