logo
ENG



ჩუბინაშვილზე, საცხოვრებელ სახლში კაცი იარაღით შეიჭრა - ის, სავარაუდოდ, ოჯახის ახლობელია

25 სექ 202310:33
3 წუთის საკითხავი
 

გუშინ, გვიან ღამით ჩუბინაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი ერთ-ერთ ოჯახში შეიჭრა და ოჯახის წევრებს, მათ შორის მცირე წლოვან ბავშვს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ოჯახის ახლობელია - შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე პოლიცია იყო მობილიზებული, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ფორმულა მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. უწყების პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.


close დახურვა