სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ არ იცი, რატომ დატოვა სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება. მისი ცნობით, სოსო გოგაშვილი "პირადი განვითარებისა და განათლების მიმართულებით" მუშაობდა.
"არ ვიცი, არ მგონია, რომ ის აქტიურად იყო ჩართული[პარტიაში]. მე ვფიქრობ, ნომინალურად იყო. სოსო გოგაშვილზე მე რაც ვიცოდი, იგი აქტიურად იყო ჩართული თავის განვითარებაში, თავის განათლების მიმართულებით, ცდილობდა რაღაც-რაღაცეებს, ყალიბდებოდა, რაც მე მისგან ტელეფონზე საუბრით ვიცი, თავის პირადი განვითარების და განათლების მიმართებით და წარმოდგენა არ მქონდა თუ საიდ აპირებდა, როგორ აპირებდა, თუ ტოვებდა, ახლა მესმის" - ამბობს ანზორ ჩუბინიძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა პარტია ქართული ოცნება დატოვა.
გოგაშვილი გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მედიის კითხვებს მომავალში უპასუხებს.
გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. ის ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.