logo
ENG



ჩუგოშვილი ბესელიას: გენდერული საბჭო პირველი იყო, რომელიც კადრების გავრცელებას გამოეხმაურა

04 ოქტ 201915:23
3 წუთის საკითხავი
 
u86w57uup726zte.jpg

პარლამეტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელიას კრიტიკას პასუხობს და ყოფილ თანაგუნდელს მისი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების დროს, გენდერული საბჭოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ახსენებს. ჩუგოშვილის განცხადებით, საბჭო პირველი იყო, რომელიც პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას გამოეხმაურა. 

"ეკა ბესელიასთან დაკავშირებით და პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით საბჭოს, როგორც ორგანოს, ასევე მე, როგორც წარმომადგენელს, არაერთხელ მაქვს კომენტარი გაკეთებული, მათ შორის ბოლო ინციდენტზე ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით. მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებითაც მაქვს პოზიცია. უფრო ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბება შეუძლებელია,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსნებთ, რომ ეკა ბესელიამ მმართველი გუნდისა და გენდერული საბჭოს წევრი ქალი დეპუტატები, ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და დასვა კითხვა, თუ სად იყვნენ ოცნების დეპუტატები მაშინ, როდესაც მას გენდერული ნიშნით შეურაცხყოფას აყენებდნენ.

 


close დახურვა