logo
ENG



ჩუგოშვილი მაჟორიტარების ამბოხზე: დამაჯერებლობის მისხალი არ აქვს ამ ვერსიას

14 დეკ 201922:33
3 წუთის საკითხავი
 
6eht7gmhc6m3eqy.jpg

„დამაჯერებლობის მისხალი არ აქვს ამ ვერსიას“ - ასე აფასებს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერითამარ ჩუგოშვილი მოსაზრებას, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა მათი ე.წ. ამბოხით პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩააგდეს.

როგორც ყოფილმა ვიცე-სპიკერმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ ისაუბრა, მართლაც წინააღმდეგი რამდენიმე მაჟორიტარის ხმა ვერ გადაწყვეტდა კანონპროექტის ბედს. მისივე განცხადებით, ამბავს დაუჯერებელს ხდის ის გარემოებაც, რომ გუნდში კენჭისყრამდე არსებობდა თანხმობა, თუმცა 14 ნოემბერს მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღეს.

„სულ თავს ვიკავებ ამაზე საუბრისგან, არ მინდა ჩემს კოლეგებს ვაწყენინო, მაგრამ დამაჯერებლობის მისხალი არ აქვს ამ ვერსიას. ვცდილობ, რომ თავი შევიკავო, მაგრამ როცა ამბის დამაჯერებლობაზეა საუბარი, შეუძლებელია ამის დაჯერება. როცა ამხელა საკითხი წყდება და ყველა ამბობს, რომ ხმას ვაძლევთ. მართალია, 5-6 მაჟორიტარი მართლა ამბობდა, რომ მხარს არ უჭერდნენ, მაგრამ ეს ხმები არაფერს არ ცვლიდა. როდესაც წინა დღეს კოლეგები გეუბნებიან, რომ ხმას აძლევენ და მეორე დღეს ან არ მოდიან, ან თავს იკავებენ ხმის მიცემისგან, რთული ხდება ამის დაჯერება“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ჩუგოშვილმა რამდენიმე დეპუტატთან ერთად 14 ნოემბერს დატოვა უმრავლესობა, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.


close დახურვა