logo
ENG



ჩუგოშვილი ფრაქციას ქმნის - უმრავლესობაში დარჩენილები თანამდებობეს ინაწილებენ

20 ნოე 201919:52
3 წუთის საკითხავი
 
u6fllbf3pg7yerj.jpg

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებისა და უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ რიგებში დარჩენილები თანამდებობებს ინაწილებენ. ევროინტეგრაციის კომიტეტს უმრავლესობის დეპუტატი რომან კაკულია ჩაიბარებს, საგარეო კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს, ვიცე-სპიკერების პოსტებს კი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები გია ვოლსკი და გიორგი კახიანი. 

გუნდიდან გასულები კი, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, დამოუკიდებელ ფრაქციას შექმნიან. სავარაუდოდ, ფრაქცია ხელისუფლების მიმართ ლოიალური იქნება, რადგან უმრავლესობიდან წასვლის ფონზეც კი, „ქართული ოცნების" ყოფილი თანაგუნდელები კონსულტაციას ბიძინა ივანიშვილთან მართავდნენ.

„ქართულ ოცნებას“ მომავალ კვირამდე აქვს დრო, რომ კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცოს, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე დასანიშნად კი 2-კვირიანი ვადაა.

 

 

 


close დახურვა