მოგეხსენებათ, სამკურნალო პროცესი შედგება ორი მთავარი კომპონენტისგან. ეს არის, პაციენტის მხარე და სამედიცინო მხარე. მე შემიძლია თამამად გითხრათ ჩვენი კლინიკისა და პერსონალის სახელით, რომ ჩვენი ექიმები თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ, როგორც გითხარით თანამედროვე მკურნალობის ყველა მეთოდი თუ საშუალება აქვს მიწოდებული. მაგრამ არის მეორე მხარე, თანხვედრა მიზნების, რა მიზნებიც გააჩნია სამედიცინო მხარეს, იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს პაციენტსაც. ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი [სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ გაუმჯობესდეს სასიცოცხლო ფუნქციები, ფიზიოლოგიური პარამეტრები, სხვა ეს მაჩვენებლები და ეს რა თქმა უნდა გარკვეულწილად დამოკიდებული არის, რამდენად მიღწევადია ეს, თუ რას ვაღწევთ ჩვენ, პაციენტზეც.
ჩხაიძე: მიზანი სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესებაა, მაგრამ ეს პაციენტზეცაა დამოკიდებული
22 თებ 202312:24
3 წუთის საკითხავი