logo
ENG



ჩხაიძე სააკაშვილზე: აქვს მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი, გარკვეულ რისკებს შეიცავს

24 იან 202318:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/24/ffw5rihviiu4fio.png

კლინიკა ვივა მედში ადასტურებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ვივა მედის კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს მაღალი ტემპერატურა და სახსრების ტკივილი. მისივე თქმით, სააკაშვილს არ აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა. 

როგორც ჩხაიძემ ფორმულასთან საუბრისას თქვა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "პროგნოზული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს".

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა ეპიდემიოლოგიური სამსახურის საქმის კურსშია და მიმდინარეობს მოკვლევა.

ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, მოწმის სახით, კლინიკა ვივა მედის ერთ-ერთი ექთანი იყო დაბარებული, რომელიც მიხეილ სააკაშილს მკურნალობს, თუმცა ის არ გამოცხადდა, მიზეზად კი კორონავირუსით ინფიცირება დაასახელა. 

დღეს ზურაბ ჩხაიძემ უარყო ეს ინფორმაცია და თქვა, რომ ვივა მედის ექთანს PCR ტექსტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

ჩხაიძის თქმით, უკვე შეიკრიბა კონსილიუმი, რომელიც შეთანხმდა მკურნალობის გეგმაზე, რომელიც ჩაუტარდება მიხეილ სააკაშვილს. ის ამბობს, რომ მკურნალობაში ჩართულია ყველა ის აუცილებელი მედიკამენტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება.


close დახურვა