logo
ENG



ჩხაიძე სააკაშვილზე: კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქად, რესპირატორული მაჩვენებლები ნორმაშია

26 იან 202311:13
3 წუთის საკითხავი
 

ვივა მედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი მსუბუქი ფორმით აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სხვა თანმხლები დაავადებებიდან გამომდინარე, არსებობს რისკები, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი გართულება არ არის.

"კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. არის მსუბუქი გამოვლინება და რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. რისკებზე ვსაუბრობ ზოგადად, რადგან კოვიდს ზოგადა ახასიათებს გართულებები და მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, როდესაც არის სხვა თანმხლები დაავადებები გამორიცხული რაიმე გართულება არ არის, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე მიმანიშნებელი, რომ გართულებასთან გვაქვს საქმე, არ არის"- თქვა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, სჭირდება თუ არა მიხეილ სააკაშვილს ჟანგბადის აპარატი, ჩხაიძემ უპასუხა: "მისი სატურაცია ნორმის ფარგლებშია და არ ესაჭიროება დამატებითი ჟანგბადის მიწოდებაც კი".

24 იანვარს მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.


close დახურვა