logo
ENG



ჩხაიძე სააკაშვილზე: მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ამ ეტაპზე საჭიროებს კლინიკაში ყოფნას

24 იან 202417:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/24/oifi643ywrd0n3s.jpg

ვივა მედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საჭიროებს კლინიკის პირობებში ყოფნას.

"შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია, გაუმჯობესებულია. თუმცა არის გარკვეული მომენტები, რის გამოც არის საყურადღებო და ამ ეტაპზე საჭიროებს კლინიკის პირობებში ყოფნას. უფრო მეტად ითვალისწინებს ნუტრიციოლოგის რეკომენდაციებს. გაუმჯობესებულია, თუმცა, მაინც არ არის საჭირო და აუცილებელი კალორაჟი, რასაც უნდა იღებდეს პაციენტი 24 საათის განმავლობაში. ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს კვების კომპონენტი", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ ტვ იმედთან საუბრისას.

დღეს, 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. მესამე პრეზიდენტი პროცესს ვერ დაესწრო, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.


close დახურვა