logo
ENG



ჩხენკელი: 19 ოქტომბერს, აჭარის გარდა ყველგან, სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში

28 სექ 202012:00
3 წუთის საკითხავი
 
opos3yod3o8sk8g.jpg

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 19 ოქტომბრიდან, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდება.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ ეხება აჭარის რეგიონს, სადაც ამ დროისთვის ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

"19 ოქტომბერს, აჭარის გარდა ყველგან, სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში. შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები უკვე არა დისტანციურად, არამედ აუდიტორიებში განაახლებენ ფუნქციონირებას", - განაცხადა მინისტრმა.

მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები მკაცრად დაიცვან.

საბჭოს გადაწყვეტილებით, 12 ოქტომბრიდან, აჭარის გარდა ყველგან, საბავშვო ბაღებიც გაიხსნება.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდავირუსისგან განიკურნა 148 ადამიანი, 3 კი გარდაიცვალა


close დახურვა