logo
ENG



ჩხენკელი: უნივერსიტეტში ჩასაბარებლად შეიძლება გაითვალისწინონ სკოლის ნიშნებიც

21 თებ 202117:12
3 წუთის საკითხავი
 
ჩხენკელი: უნივერსიტეტში ჩასაბარებლად შეიძლება გაითვალისწინონ სკოლის ნიშნებიც

განათლების მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, განიხილება ვარიანტი, რომ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, გამოცდების შედეგებთან ერთად სკოლის საშუალო ნიშანიც იქნას გათვალისწინებული. 

ჩხენკელმა პარკლამენტში თქვა, რომ ასევე, უნივერსიტეტმა შეიძლება გაითვალისწინოს მასწავლებლის რეკომენდაციები, კლასგარეშე აქტივობები და სხვა. 

განათლების მინისტრობის კანდიდატის თქმით, ეროვნული გამოცდები რეფორმას საჭიროებს და მისი ეს ინიციატივებიც სწორედ ამ რეფორმის ნაწილია. 

"ამერიკულ სისტემაში უნივერსიტეტები ითვალისწინებენ სკოლის საშუალო ნიშანსაც და სკოლის ნიშნის მნიშვნელობაც აწეულია. ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა. ამერიკაში ეს დიდი ხანია აპრობირებულია და ძალიან კარგად მუშაობს, ჩვენც შეგვიძლია ანალოგიური მოდელი დავნერგოთ". - თქვა მან. 


close დახურვა