ჩხოროწყუში მომხდარ ამბავზე ბავშვთა იძულების მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მოკვლევა მიმდინარეობს განათლების სამინისტროში, ჩხოროწყუს მერისგან კი საპროტესტო აქციებით გადადგომას მოითხოვენ. საზოგადოების უკიდურესად მწვავე რეაქცია მოჰყვა გავრცელებულ კადრებს იმის შესახებ, როგორ დაასუფთავებინეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს მერიის საპირფარეშოები.
ჩხოროწყუს ამბავზე, ბავშვთა იძულების მუხლით შსს-მ გამოძიება დაიწყო
01 თებ 202120:10
3 წუთის საკითხავი