მძიმე ზამთარს ელოდებიან ჩხოროწყუში - ადგილობრივებს ხელისუფლება ბუნებრივი აირის გაყვანას დაჰპირდა, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში. წინასაარჩევნოდ ჩაიყარა მილებიც, მაგრამ გაზი სახლებში არ შესულა. 8 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშეა, მოსახლეობას, რომლის შემოსავლის ერთადერთი საშუალება თხილის რეალიზაციაა, თხილნარს ჩეხავს. მთავრობის ახალი დაპირება არაოპტიმისტურია, გაზიფიცირება 2023 წელს დასრულდება