ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი გადადგა. როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებაშია აღნიშნული, რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ზალკალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
"ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმატებებს უსურვებს ბატონ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
საკრებულო სხვა დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს.