logo
ENG



ცაგერში, პოლიციელებმა ერთმანეთს ესროლეს - ორივე სამართალდამცველი დაიღუპა

26 ნოე 201923:23
3 წუთის საკითხავი
 
gkjwqi6e3xrp32p.jpg

სისხლიანი გარჩევა ცაგერის რაიონში - სოფელ ლაჯანაში გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით, მოკლულია ორი პოლიციელი. ასევე, დაჭრილია ერთი პირი. ტრაგედია ნასვამ პოლიციელებს შორის მომხდარმა კონფლიქტმა გამოიწვია. სიტყვიერი შელაპარაკების დროს პოლიციელებმა ერთმანეთს ესროლეს. ერთერთი მათგანი, რომეო მანდარია, პარლამენტის დეპუტატის, კარლო კოპალიანის ახლო ნათესავია. ის ცაგერის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მანდარიას მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები გულმკერდისა და ქვედა კიდურების არეში ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი, 65 წლის მურთაზ სილაგაძე, კი ქუთაისის რეფერალურ კლინიკაშია გადაიყვანილი. იგი მარცხენა ქვედა კიდურშია დაჭრილი. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 


close დახურვა