საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უამინდობის გამო ცაგერში, სოფელ ლაშიჭალაში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა.
"მაშველებმა ავტომობილი მეწყრული მასისგან გაათავისუფლეს და დეტალურად დაათვალიერეს. ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. სოფელ ლაშიჭალაში იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.