საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მერიისგან ცათამბჯენების პროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ. საკითხი პარასკევის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ დღეს ჩასვეს. ლაპარაკია გახმაურებულ პროექტზე, რომელიც ლაგუნა ვერეს და აბრეშუმის ქარხანას მოიცავს. ოპოზიცია ხელისუფლებას სპეციალისტების იმ დასკვნებს ახსენებს, რომლის მიხედვითაც 13ი ივნისის სტიქიის გათვალისწინებით, ამ ტერიტორიაზე მასშტაბური მშენებლობა დაუშვებელია. ცალკე კითხვები აქვთ იმ გარიგებასთან, რომელიც ივანიშვილის ქართუსა და ახალ მფლობელს შორის გაფორმდა.
ცათამბჯენები ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე
23 აგვ 202320:28
3 წუთის საკითხავი