logo
ENG



ცემენტის ქალაქი - დროება კასპელების ცხოვრებაზე

21 ივნ 202020:06
3 წუთის საკითხავი
 

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საქართველოში ცოტაა ადგილი, სადაც მცხოვრებ მოსახლეობას მსხვილი ინდუსტრიული წარმოების შედეგები საარსებო პრობლემებს უქმნიდეს. რა თქმა უნდა, წარმოების განვითარება აუცილებელია და ხელშესაწყობი, თუმცა ადამიანების ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ აქტივობას შორის ბალანსი აუცილებლად არის დასაცავი. მწვანე, რეკრეაციული ზონების ნაკლებობა და გამონაბოლქვთან თანაცხოვრება ჩვენთვის ახალი არ არის. 

"დროება" კიდევ უფრო მძიმე სურათზე მოგითხრობთ. თბილისიდან 65 კილომეტრის მოშორებით, ადამიანები თვითგადარჩენაზე ფიქრობენ. რა პრობლემებთან უწევთ თანაცხოვრება ადგილობრივებს, რა არის მათთვის მთავარი საზრუნავი და რა კეთდება მათთვის ელემენტარული სასიცოცხლო გარემოს უზრუნველსაყოფად? "დროება" კასპს ესტუმრა და ადგილობრივების მტვრით გაჯერებულ გარემოში ცხოვრება გადაიღო. 


close დახურვა