logo
ENG



ცერცვაძე: 4 კლინიკა პაციენტებისგან დაიცლება და მზად იქნება დაინფიცირებულთა მისაღებად

14 მარ 202014:36
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, 4 კლინიკა პაციენტებისგან დაიცლება და მზადყოფნაში იქნება დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად. ეს განცხადება ცერცვაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

არც ერთი შეფერხება ჯერ რომელიმე პაციენტის დიაგნოსტიკაზე არ ყოფილა, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, მათ შორის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, სადაც შესაძლო პაციენტს ასეთ მოკლე დროში უკეთდებოდა ყველაფერი, ერთ დღეში პაციენტს უკეთდებოდა სრული გამოკვლევა. დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე, ინფექციური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა მთლიანად დაიცლება, რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გამოთავისუფლდება და გორის ჰოსპიტალი, 4 სახეწიფო  კლინიკა, რომელიც ძალიან კარად აღჭურვილია, უკვე მობილიზებულია, გადაწყვეტილა და გამოყოფილია, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსნებთ, დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევა ფიქსირდება.

2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამაოაცხადა.

 


close დახურვა