logo
ENG



ცერცვაძე: ვარ ოცნების მხარდამჭერი, კალაძეს დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს

03 ივლ 202100:09
3 წუთის საკითხავი
 
ცერცვაძე: ვარ ოცნების მხარდამჭერი, კალაძეს დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს

ხშირად მსაყვედურობენ, პოლიტიკურად აქტიური ვარ. როცა ვეკითხები, რატომ ადამიანი არ ვარ და არ შემიძლია ჩემი სიმპათიები და ანთიპათიები მქონდეს? არა, ექიმი ხარ და ვალდებული ხარ, იყო ნეიტრალური. თუკი სხვა ექიმები არიან რომელიმე ძალის მხარდამჭერები, ეს ნეიტრალიტეტი მხოლოდ ჩემზე უნდა გავრცელდეს? რატომ ითხოვენ ამას ჩემგან? იგივე ჩემზე არანაკლებ ცნობილი ექიმი ვახტანგ კალოანი - ევროპული საქართველოს სიით კენჭი იყარა ბათუმში და ის ჩემგან ითხოვს, ვიყო ნეიტრალური.

მე ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი, მაგრამ ერთერთი რიგითი მხარდამჭერი და არა აქტიურად ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. მერის თანამდებობაზე თუ იქნა კალაძე წარდგენილი, მე, ჯერ ერთი მხარს დავუჭერდი ოცნების კანდიდატს ვინც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ კალაძეს დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს იმიტომ, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ისევ ხვალ ამაზე შეიძლება ატყდეს დავა და გამაკრიტიკონ, მაგრამ არ ჰყოლია ქალაქს კალაძეზე უკეთესი მერი, მე არ მახსოვს.


close დახურვა