logo
ENG



ცერცვაძე: ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა აუცილებლად მოიმატებს

12 მარ 202022:29
3 წუთის საკითხავი
clock 582

"საქართველოში, მოლოდინი გვაქვს, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა აუცილებლად მოიმატებს",-ასე აფასებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მოლოდინებს. მისი თქმით, მთავარია იყოს ადეკვატური და დროული რეაგირება, რათა პრობლემა უკონტროლო არ გახდეს. 

"ჩვენზეა და საპასუხო რეაგირებაზეა დამოკიდებული. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული ზომები იყო ადეკვატური, დროული და ეფექტური, რასაც ადასტურებს ინფექციის ტიპი და რაოდენობა. ჩვენთან მხოლოდ პირველი რიგის გადაცემაა დაფიქსირებული, ანუ კოტროლიდან არაა გამოსული. შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არა ისე როგორც ეს მოხდა ევროპის რიგ ქვეყნებში. ასევე რაოდენობა არ იქნება იმდენი, რომ ქვეყანას და ჯანდაცვის სისტემას პრობლემები შეუქმნას",-აღნიშნა ცერცვაძემ. 


close დახურვა