logo
ENG



ცერცვაძე: იდეალური იქნებოდა, რომ შეზღუდვები არ მოხსნილიყო

21 დეკ 202015:29
3 წუთის საკითხავი
 
ცერცვაძე: იდეალური იქნებოდა, რომ შეზღუდვები არ მოხსნილიყო

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, იდეალური იქნებოდა, მოქმედი შეზღუდვები არ გაუქმებულიყო.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ევროპის ქვეყნებში წინასაახალწლოდ შეზღუდვები შემსუბუქების ნაცვლად გაამკაცრეს. 

"იდეალური იქნებოდა, რომ შეზღუდვები არ მოხსნილიყო იმიტომ, რომ ამ გზით წავიდა ინგლისი, რომელსაც ახლა უჭირს, ამ გზით წავიდა გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, რომლებმაც კი არ მოხსნეს, გაამკაცრეს საშობაოდ და საახალწლოდ. ღონისძიებები იმ დონეზე გაამკაცრეს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ერთი სტუმარი შეიძლება ჰყავდეთ საშობაოდ, გერმანიაში - 5 სტუმარი.

საზოგადოების დაკვეთა არის ასეთი. ისინი მდიდარი ქვეყნები არიან ძალიან და ის ეკონომიკის რეცესია, რაც ამას თან სდევს ლოქდაუნებს, მათთვის უფრო იოლად გადასატანი იქნება, ხოლო ეკონომიკურად სუსტი ქვეყნებისთვის ძალიან ძნელი გადასატანია", - ამბობს ცერცვაძემ. 

მთავრობა დაწესებული შეზღუდვების მოხსნას 24 დეკემბერს გეგმავს, თუმცა ზუსტი პასუხი ამ დრომდე არ აქვთ. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი შეზღუდვების მინიმალური შემსუბუქების მომხრეა. 


close დახურვა