თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ 12 პაციენტს მკურნალობენ.
კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, მათი უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გართულებებიც არის.
“42 პაციენტი წევს ამჟამად კლინიკაში. მათგან 17-ს ავუღეთ მასალა გამოსაკვლევად და ჯერ არც ერთის პასუხი არ მოსულა. შესაბამისად, არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ისევ გვყავს 12 პაციენტი. მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას აქვს ორმხრივი ფილტვების ანთება. კიდევ ერთი პაციენტი შედარებით დამძიმდა. ტემპერატურამ აიწია 38-მდე და ჯერ ბოლომდე არ გვაქვს დადასტურებული, მაგრამ, სავარაუდოდ, მასაც აქვს ორმხრივი პნევმონია“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.