logo
ENG



ცერცვაძე: მალე Pfizer-ის ვაქცინას მივიღებთ, ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია

31 იან 202110:56
3 წუთის საკითხავი
 
ცერცვაძე: მალე Pfizer-ის ვაქცინას მივიღებთ, ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია
Formula/Vakho Kareli

კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საქართველო Pfizer- BioNTech -ის ვაქცინას პირველ პარტიას მიიღებს, რაც იქნება პანდემიის დასასრულის დასაწყისი. 

"მოსახლეობის ვაქცინაცია ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების და ამით გამოწვეული სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირების, ასევე, ყველანაირი შეზღუდვების და რეგულაციების ეტაპობრივი და უსაფრთხო მოხსნის ყველაზე ეფექტური გზაა. ვულოცავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის პირველი პარტიის მიღებას. ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია". - ამბობს ცერცვაძე. 

გუშინ, 30 იანვარს როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნია თქვეს, რომ საქართველო Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიიღებს. ეს 14 625 ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი. 

ვაქცინაცია, პირველ რიგში, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს ჩაუტარდებათ.

თამარ გაბუნიასვე თქმით, 2021 წლის პირველ კვარტალში  ასტრაზენეკას 300 000 დოზა ვაქცინის მიღებაა დაგეგმილი. 


close დახურვა