თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ჩინური და კორეული წარმოების ორი სახის 4000 სწრაფი მარტივი ტესტი ჩამოვიდა. ტესტირების ახალი პროტოლოკის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დღეს გახდება ცნობილი.
"ცხელების ცენტრების შექმნას ჰქონდა ის მნიშვნელობა, რომ უფრო კვალიფიციურად მოეხდინათ პაციენტების დახარისხება და ასევე ისინი ყველგან არ მისულიყვნენ. კლინიკის პერსონალიც ეკიპირებული იქნება და პაციენტიც. ჯერჯერობით, პისიარ ტესტები კეთდება ჩვენთან და ლუგარში, მაგრამ როგორც ვიცი უკვე ჩამოვიდა გარკვეული რაოდენობა, 4000-მდე სწრაფი-მარტივი ტესტების. ყოველ კვირაში ელოდებიან ახალ-ახალ პარტიებს და იგეგმება მათი ცხელების კლინიკებისთვის გადაცემა",-განაცხადა ცერცვაძემ.
აღსანიშნავია, რომ საწოლების ამოწურვის შემდე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტები მკურნალობას სახლებში განაგრძობენ. ისინი ჰოსპიტალში მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში გადავლენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.
იცვლება COVID 19-ით საეჭვო ინფიცირებულთა ტესტირების ალგორითმიც. ფართოვდება იმ ხალხის წრე, ვისაც ამიერიდან ვირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. საზღვარგარეთ მოგზაურობა ტესტირებისთვის აუცილებელი პირობა აღარ იქნება. ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ცხელების 25 ცენტრი მოეწყობა. აქედან ორი მათგანი რესპუბლიკური და თბილისის ზღვაზე არსებული საავადმყოფოა. დანარჩენი 23 ცენტრი უახლოეს დღეებში დამტკიცდება. ისინი მოქალაქეებსა და სპეცილიზებულ კლინიკებს შორის შუალედურ რგოლად განიხილება.