"რამდენიმე ასეული შემთხვევისთვის ჩენ მზად ვართ, სარეზერვო გეგმა არსებობს. თუ ათასები იქნა, მაშინ ფორსმაჟორული სიტუაციაა",-ასე აფასებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსიგან გამოწვეულ შესაძლო რისკებს.
თენგიზ ცერცვაძე დარწმუნებულია, რომ ჯანდაცვა სრულად მობილიზებულია და თუ შემთხვევები ათასეულს არ მიაღწევს, მათ გეგმიურად გაუმკლავდება.
"გააჩნია რა მასშტაბს მიაღწევს ეპიდემია. ყველა წინა მსგავსი ეპიდემიის დროს ის არ გასცდენია იმ ფარგლებს, რომლისთვისაც ჩვენს ქვეყანასაც რესურსი არ ეყოფოდა. თუ ახლაც იგივე განმეორდა, მაშინ ჩვენ მზად ვართ. მხოლოდ ინფექციურ საავადმყოფოს აქვს 20 ბოქსირებული პალატა, სადაც შესაძლოა განთავსდეს ორი პაციენტი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კიდევ სამი განყოფილება, რომელიც არ რის სრულყოფილი, ანუ მარტო ჩვენი საავადმყოფო მზადაა მიიღოს 50-დან 60-მდე პაციენტი. გარდა ამისა არსებობს სხვა რესურსებიც, ესენია: ზუგდიდის, ბათუმის, ქუთაისისა და გორის კლინიკები. თუ ესეც არ იქნა საკმარისი, სამინისტროს აქვს სარეზერვო გეგმები, რომ მოახდინოს რომელიმე დიდი ჰოსპიტალის დაცლა. რამდენიმე ასეულისთვის სარეზერვო გეგმისთვის ვართ მზად. თუ ათასები იქნა, მაშინ ფორსმაჟორული სიტუაციაა. მოგეხსენებათ, ჩინეთმა რამდენიმე დღეში ააშენა კლინიკა",-აღნიშნა ცერცვაძემ.