logo
ENG



ცესკო-ს თავმჯდომარეობის უპერსპექტივო კანდიდატები

28 დეკ 202220:28
3 წუთის საკითხავი
 

სალომე ზურაბიშვილმა ისევ არ წარუდგინა პარლამენტს ქართული ოცნების სასურველი კანდიდატი. ლაპარაკია გიორგი კალანდარიშვილზე ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე. კალანდარიშვილი ხელისუფლების ფავორიტია, მაგრამ ზურაბიშვილის მხარდაჭერა არა აქვს. პრეზიდენტს გარკვეული პერიოდის წინ  უმრავლესობამ ორი კანდიდატურა ჩაუგდო. წუხელ ზურაბიშვილმა კიდევ ორი პირი წარადგინა, მათ შორის ისევ არ აღმოჩნდა კალანდარიშვილი. მიუხედავად ამისა, კანონის მიხედვით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უფლებამოსილება სწორედ კალანდარიშვილს უგრძელდება. 


close დახურვა