logo
ENG



ცესკო: დათვლილია უბნების 100%, 17-ვე ოლქში ოცნებამ გაიმარჯვა

22 ნოე 202011:01
3 წუთის საკითხავი
 
ცესკო: დათვლილია უბნების 100%, 17-ვე ოლქში ოცნებამ გაიმარჯვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 100% დათვალა და საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

ცესკო-ს მონაცემებით, მეორე ტურში, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა, 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

წინასწარი შედეგები ასეთია:

№1 - მთაწმინდა-კრწანისი: ბექა ოდიშარია - 91.57%; შალვა შავგულიძე - 8.43%

№2 - ვაკე: ელენე ხოშტარია - 6.28%; ნოდარ ტურძელაძე - 93.72%.

№3 - საბურთალო: დავით სერგეენკო - 89.92%; ალექსანდრე ელისაშვილი - 10.08%

№4 - ისანი: კახა კახიშვილი - 92.15%; ხატია დეკანოიძე - 7.85%

№5 - სამგორი: სოზარ სუბარი - 88.68%; ლევან ხაბეიშვილი - 11.32%

№6 - დიდუბე-ჩუღურეთი: გიორგი ვოლსკი - 89.95%; ზურაბ ჯაფარიძე - 10.05%

№7 - ნაძალადევი: მიხეილ ყაველაშვილი - 91.4%; შალვა ნათელაშვილი - 8.6%

№8 - გლდანი: ლევან კობიაშვილი - 89.36%; ნიკანორ მელია - 10.64%

№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი: ირაკლი ქადაგიშვილი - 88.83%; გიორგი ბოტკოველი - 11.17%

№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი: შალვა კერესელიძე - 92,53%; ცეზარი ჩოჩელი - 7.77%

№12 - რუსთავი, გარდაბანი: ნინო ლაცაბიძე - 89.79%; დავით კირკიტაძე - 10.31%

№16 - ხაშური, ქარელი:  ზაალ დუგლაძე - 91.72%; ნატო ჩხეიძე - 8.28%

№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი: ბეჟან წაქაძე - 91.94%; კახა გეწაძე - 8.06%

№23 - ქუთაისი: ზაზა ლომინაძე - 91.92%; გრიგოლ ვაშაძე - 8.08%

№27 - ზუგდიდი: ირაკლი ჩიქოვანი - 93.88%; მალხაზ ჯალაღონია - 6.12%

№28 - ბათუმი: რესან კონცელიძე - 87.81%; ლევან ვარშალომიძე - 12.19%

№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო: ანზორ ბოლქვაძე - 88.19%; მიშა ბოლქვაძე - 11.81%

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ცესკო-ს საიტზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების შედეგები იყო გამოქვეყნებული და ისინი 100%-ს აღემატებოდა. საარჩევნო რუკაზე ჩანდა, რომ მაგალითად ანზორ ბოლქვაძეს ხმების 110% ჰქონდა მიღებული. შალვა კერესელიძეს - 101%; სოზარ სუბარს - 164%; ირაკლი ჩიქოვანს 118% და ა.შ. მოგვიანებით, ცესკომ განცხადება გაავრცელა და რუკაზე დატანილი ციფრები ტექნიკურ ხარვეზად მოიხსენია

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და II ტურს ბოიკოტს უცხადებენ. ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზეც.

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები იყვნენ, თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.

 


close დახურვა