logo
ENG



ცესკო ახალი - ძველი წევრებით ივსება

05 დეკ 201919:44
3 წუთის საკითხავი
 
tyx9ull3ck1ngjd.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 8 კანდიდატიდან, დეპუტატების დადებითი შეფასება 5-მა მიიღო. მათ შორის არის ცესკოს ის 3 მოქმედი წევრი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება და ხელმეორედ სურს კომისიის წევრობა. დეპუტატების რჩეულებს შორის მოხვდა იურისტი ვლადიმერ ბოჟაძეც, რომელსაც პოლიტიკური ოპოზიცია „ქართული ოცნების“ კადრად მოიაზრებს. კენჭისყრაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მხოლოდ მმართველი პარტია მონაწილეობდა.

ოპოზიცია, რომელიც კანდიდატების საკომიტეტო განხილვას დღეს არ დასწრებია, დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ცესკოს პოლიტიკური ნიშნით დააკომპლექტებს და საარჩევნო ადმინისტრაციაში მხოლოდ მმართველი გუნდის მიმართ ლოიალურად განწყობილი კანდიდატები მოხვდებიან. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრს უფლებამოსილების ვადა უახლოეს კვირებში ეწურება. ამ ვაკანსიების შესავსებად პრეზიდენტმა 8 კანდიდატი შეარჩია და პარლამენტს გადაუგზავნა. მმართველი პარტიის წევრები და ცესკოს თავმჯდომარე  აცხადებენ, რომ პროცესი კანონის დაცვით მიმდინარეობს. 

ცესკოს წევრობის კანდიდატების საბოლოო კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ მომავალ კვირაში ჩატარდება. 


close დახურვა