logo
ENG



ცესკოს შენობაში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები ტარდება

12 ივნ 202113:24
3 წუთის საკითხავი
 

ცესკოს შენობაში პარტიების მიერ ინიცირებული იმიტირებული არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. სიმულაციურ პროცესში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. 

მონაწილეების თქმით, მთავარი სიახლე ამომრჩევლების იდენტიფიცირება, ბიულეტენების დასკანერება და დათვლის ელექტრონული პროცესია - ისინი იმედოვნებენ, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასე მმართველ ძალას უფრო გაუძნელდება არჩევნების პროცესის გაყალბება, თუმცა აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტები კვლავაც პრობლემად რჩება.

​„ამ ნოვაციის მთავარი ღირსება ისაა, რომ ბიულეტენი არის ქაღალდის, ამომრჩეველი აკეთებს არსით იმას, რასაც აქამდე აკეთებდა, მაგრამ მოდიფიცირებულია მისი ფორმა, აღჭურვილია დამცავი მექანიზმებით და დათვლისა და იდენტიფიცირების კომპონენტებია დამატებული. 

შორს ვართ აზრისგან, რომ ზეწოლისგან იქნება მომავალი არჩევნები თავისუფალი. ეს შეიძლება მოხდეს არჩევნებამდე დღეებით ადრე - ამას ვერცერთი საარჩევნო კოდექსი ვერ დააზღვევს", - ამბობს გიორგი სიორიძე, ლელო საქართველოსთვის წევრი.

საარჩევნო კანონმდებლობასა და პროცესში ცვლილებებს შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებდა. ცვლილებების მოსამზადებლად მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია, მმართველი ძალა და ექსპერტები მუშაობდნენ

  • რა იცვლება და როგორ საარჩევნო კანონმდებლობაში - სრულად წაიკითხეთ აქ 

close დახურვა