ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გიორგი კირთაძე ლიდერობს. მას ამ დროისთვის დათვლილი ხმების 42,34% აქვს.
ბათუმში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება.
რაც შეეხება ქართული ოცნების კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს, ცესკოს მონაცემებით, მან ხმების 41,49% მიიღო.
ბათუმში 105 საარჩევნო უბნიდან 07:00 საათის ინფორმაციით, დათვლილია 34 უბანი, რაც საერთო რაოდეონიბის 32,38%-ია.